16, აპრილი 2019 17:13:00
სახალხო დამცველი და მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის მიერ ფარულ სატელეფონო მოსმენებს ეხებოდა. მოსარჩელეთა მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, ინტერნეტ კომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა, ასევე პირადი მონაცემების შენახვის შესაძლებლობა უწყებებს არ უნდა ჰქონდეთ. მათივე თქმით, ამგვარი ქმედებები პიროვნების პირადი ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას იწვევს.